მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკამ სჯობს ალასკაზე იფიქროს, შესაძლოა, მისი დაბრუნება მოგვინდეს - ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინი

„ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი - მაგალითად, ალასკა,“ - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი -  ალასკა. შტატებს სჯობს ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა.

სანამ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, სჯობს კარგად დაფიქრდნენ, რომ გვაქვს რაღაცები, რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს,“ - აცხადებს ვოლოდინი. 

ინფორმაციისთვის, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერია ალასკას და მის მიმდებარე კუნძულებს ფლობდა, 153 წლის წინ ალექსანდრე II- მ  ეს მიწები ამერიკის შეერთებულ შტატებს 7, 2 მილიონ დოლარად გადასცა. 1867 წლის 30 მარტს ვაშინგტონში გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვისა და სლავიანსკის მიმართულების ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს - გენშტაბი

📌 რუსულ არმიას მალე უკრაინაში კოლაფსი შეექმნება - ალექსანდრე კოვალენკო

📌 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები?

📌 თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე

📌 ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან G20-ის მინისტერიალზე მოლაპარაკებას არ გეგმავს - ნედ პრაისი