მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეთავაზება უარყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი

აშშ-ის ადმინისტრაცია არ აპირებს, რომ რუსეთთან დათმობაზე წავიდეს უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს. 

პრაისის თქმით, ამერიკა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზეც უარისა თქმას არ აპირებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონის ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და „რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, ასევე, რაღაცა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ გადავდგამთ, დათმობა არ იქნება, ეს იქნება ორმხრივი მოქმედება“, - განაცხადა პრაისმა.

ნედ პრაისმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე კვირას გასცემს პასუხს. აშშ ამ პოზიციას თავის ევროპელ კოლეგებთანაც შეათანხმებს და ამას წერილობით პასუხში ჩაწერს. 

უსაფრთხოების გარანტიების და ნატოს არგაფართოების მოთხოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 იანვარს გადასცა. მოსკოვი ვაშინგტონისგან წერილობით პასუხს ელოდება.

როგორც პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, 8 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების გამო, რადგან რუსული ჯარები უკრაინის საზღვართან არიან მობილიზებულები.  

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შესაბამისი მზადყოფნა პრეზიდენტის მითითებით გასცა. ეს უახლესი ნაბიჯია, რომელიც ამერიკამ გადადგა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის მომზადების საპასუხოდ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  8 500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგებისთვის - პენტაგონის სპიკერი

🔴  „ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან, ისინი გვიცავენ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  „რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრა დამანგრეველი, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება“ - ბორის ჯონსონი

🔴  „რუსეთისა და კუბის ლიდერებმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ კოორდინაცია განიხილეს“ - კრემლი