მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის რუსეთთან ეკონომიკურად დაახლოების შემთხვევაში, დასავლურ კომპანიებს თურქეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდოს

თურქეთის დროშა

თურქეთის რუსეთთან დაახლოების შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა დასავლურ კომპანიებს მოუწოდოს, რომ თურქეთი დატოვოს. ამის შესახებ Politico ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება. 

ანონიმური წყაროს თქმით, თურქეთი რუსეთთან ოფიციალურ ეკონომიკურ პარტნიორობის სიღრმეებში შევა, ვაშინგტონმა შესაძლოა, ანკარასთან ეკონომიკური კავშირების შეწყვეტის ან შემცირების შესახებ, კომპანიებს რეკომენდაციით მიმართოს. 

„ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთი ბიზნესისა და კაპიტალის გლობალური მიმართულება უნდა იყოს, მაგრამ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რეალურ რისკებს შეუქმნის თურქეთს დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - აცხადებს წყარო. 

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოს მოკავშირეს თურქეთს მოუწოდა, „აეცილებინა შეთანხმებები“ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან. დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების შემოღებას რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების ფონზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

🔴  ერდოღანი ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში გაემგზავრა - თურქული მედია

🔴  დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ცნობილი სასულიერო პირი - აფეთქება ქაბულის მეჩეთში