მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ალცჰაიმერის დაავადების პირველი პრეპარატი დამტკიცდა

აშშ-ში  ალცჰაიმერის დაავადების პირველი პრეპარატი დამტკიცდა

აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

პრეპარატი სახელწოდებით Aducanumab-ი მიზნად უფრო ალცჰაიმერის გამომწვევ მიზეზს ისახავს, ვიდრე მის სიმპტომებს.

გამოცემის ცნობით, პრეპარატი მოქმედებს ამილოიდებზე - ცილაზე, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ტვინში აყალიბებს პათოლოგიურ შენაერთს, რომელსაც შეუძლია უჯრედების დაზიანება და იწვევს დემენციას.

ცნობისთვის, მთელ მსოფლიოში 30 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ალცჰაიმერი, 65 წელს ზემოთ.

ალცჰაიმერის დაავადება ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება.

ეს არ არის სასწაული პრეპარატი და არც ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალება, მაგრამ ეს არის პირველი მკურნალობა, რომელიც ეხება ტვინის დესტრუქციულ მექანიზმს, რომელიც განაპირობებს ნეირონების განადგურებას.

დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე, ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება.