მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

ბაიდენის და პუტინის შესაძლო მოლაპარაკება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ახლო მომავალში შესაძლოა ვიხილოთ ამერიკის ჯარების გადაადგილება აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ის განიხილავს პირადად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„თუ ის მთელი ძალებით დაიწყებს შეტევას, ეს იქნება ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს შეცვლის სამყაროს“, - აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან. 

მისი თქმით, აშშ უკრაინაში ჯარის შეყვანას არ აპირებს, თუმცა რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციები ემუქრება, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „რუსეთი ანაკლიის დაკავებას და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს აპირებს“ - სააკაშვილი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ