მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბელავია“ თურქეთიდან ბელარუსში მიგრანტებს აღარ ჩაიყვანს

ბელავია მიგრანტებს აღარ გადაიყვანს

ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“ თურქეთიდან ბელარუსში მიგრანტებს აღარ ჩაიყვანს ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

თურქეთიდან ბელარუსში „ბელავიას" ფრენების გაგრძელებაზე უარი თურქეთმა უთხრა. ევროპამ მინსკი ევროკავშირში მიგრანტების შეგნებულ გაგზავნაში და ამ კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.

თურქეთის საავიაციო სააგენტოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერაყის, სირიის და იემენის მოქალაქეებს თურქეთიდან ბელარუსში გამგზავრება აეკრძალათ. ისინი ბელარუსში გასამგზავრებლად ბილეთებსაც კი ვერ შეიძენენ. 

ბოლო რამდენიმე თვეში ბელარუსიდან პოლონეთში ათასობით მიგრანტი ცდილობს მოხვედრას. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები  აცხადებენ, რომ ლუკაშენკო მიგრაციულ კრიზისს შეგნებულად ქმნის, რაც ევროკავშირის მხრიდან სანქციების საპასუხოდ ხორციელდება. სანქციები ბელარუსის ლიდერის და მთავრობის წევრთა მიმართ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აქციების ჩახშობის და ბელარუსის თავზე Raynair-ის რეისის დაკავებას მოჰყვა, როდესაც ვილნიუსში მიმავალი ბელარუსი აქტივისტი დააკავეს.