მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს - მაკრონი საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე

საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, რომელიც სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა.

მაკრონის განცხადებით, ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის პირობებში კანონის ტექსტი არალეგიტიმური არ არის იმის გამო, რომ ცოტა ხმა მიიღო.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დემოკრატიული და რესპუბლიკური წესრიგი. წესრიგი, რომელიც აქვს დაბალანსებულ საზოგადოებას, სადაც ინსტიტუტები საფუძველს შეადგენენ. ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, რომელიც გამოხატავს საკუთარ სუვერენულობას არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. გროვა ვერ გადაწონის ხალხის წარმომადგენლებს.

ჩვენს წინაშე იხსნება პერიოდი, როდესაც უნდა დავმშვიდდეთ, დავბრუნდეთ მოედანზე და მოვუსმინოთ ბრაზს“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა თავის მოკავშირეებს განუცხადა, რომ არ აპირებს პარლამენტის დათხოვნას, მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას ან საპენსიო რეფორმის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას.

შეგახსენებთ, 17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო, რასაც საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სულ მცირე 11 გარდაცვლილი - ავღანეთსა და პაკისტანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW

👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN

👉 რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, სცადონ ახალი შეტევა უკრაინაზე უახლოეს მომავალში - ჯონ კირბი

👉 ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის - სერგეი ლავროვი