მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრეივიკმა სასამართლოს ვადამდელი გათავისუფლების თხოვნით მიმართა

ანდერს ბრეივიკი

ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა სასამართლოს ვადამდელი გათავისუფლებას თხოვნით მიმართა. მან ციხეში 10 წელი გაატარა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ანდერს ბრეივიკის თქმით, ის საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. სასამართლო სხდომა 3 დღის განმავლობაში გაიმართება, ხოლო განაჩენი რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება გამოცხადებული. ბრეივიკს ამჟამად 21-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, რომელიც ნორვეგიაში მაქსიმალურ სასჯელს წარმოადგენს, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელებული იყოს.

ანდერს ბრეივიკის მიერ 2011 წელს მოწყობილი ტერაქტის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაზე სისხლიანი ტერაქტია ნორვეგიის ისტორიაში.