მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დაიწყო

ტანკსაწინააღმდეგო იარაღი

რუსეთთან დაპირისპირების პირობებში უკრაინის დასახმარებლად დიდმა ბრიტანეთმა კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება დაიწყო, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანელი პერსონალის მცირე რაოდენობა უკრაინელებს იარაღის გამოყენებისთვის წვრთნებს ჩაუტარებს. 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივაწოდოთ უკრაინას მსუბუქი ჯავშანტექნიკის თავდაცვის სისტემები. ისინი მოკლე რადიუსზე მოქმედია, თუმცა თუ უკრაინაში ტანკები შეიჭრება, ეს შეიარაღება თავდაცვითი მექანიზმის ნაწილი იქნება“, - განაცხადა უოლესმა.

უოლესმა აღნიშნა, რომ მან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ლონდონში კრიზისის განსახილველად, მიიწვია.

„ამჟამინდელი უფსკრული ფართოა, მაგრამ არა გადაულახავი. ეს არის პრეზიდენტ პუტინის არჩევანი“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი უოლესის განცხადებას მიესალმა.

„უკრაინა დიდად აფასებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უზრუნველყოს უსაფრთხოების ახალი პაკეტი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი იარაღის სისტემებით“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

🔴  ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

🔴  უკრაინის სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა