მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთის პრეზიდენტი რუსული გაზის შესყიდვის გაზრდის თაობაზე პუტინის წინადადებისგან თავს იკავებს - Bloomberg

ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსული გაზის შესყიდვების მოცულობის გაზრდის წინადადებისგან თავი შეიკავა, - ამის შესახებ Bloomberg-ი  იუწყება.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „გამოკვეთილი თანხმობა“ ან „მინიშნება“ გაზსადენ Power of Siberia-2-ის მშენებლობასა და ექსპლუატაციის პროგრესზე არ მისცა.

სი ძინპინის მთავრობა შეშფოთებულია ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის გამო. ჩინეთს რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების მხრივ ევროპის მსგავსი შეცდომის დაშვება არ სურს.

ცნობისთვის, კრემლში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები ეკონომიკური თანამშროლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.