მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობისას რუსი ჯარისკაცები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს. 

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, ჩვენი ჯარისკაცები, დონბასის მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას, ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“, დონბასის მიწას“ - აღნიშნა პუტინმა „არმია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას. 

მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ამოცანების შესრულების გეოგრაფია შეიცვალა და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ფარგლებს გასცდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის

✔️ სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში