მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ცნობილი სასულიერო პირი - აფეთქება ქაბულის მეჩეთში

ქაბული, ავღანეთი

საღამოს ლოცვის დროს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ცნობილი სასულიერო პირია,  დაშავებულია 27 ადამიანი. იტყობინება „ეიბისი ნიუსი“. 

მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. „ეიბისი ნიუსი“ ასევე წერს, რომ დაჭრილებს შორის არიან ბავშვებიც. 

გამოცემა იტყობინება, რომ „თალიბანის“  მოსვლის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ იერიში არაერთხელ მიიტანა. ამასთან, გასულ კვირამ „აისისიმ“ „თალიბანის“ სასულიერო პირის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. 

თვითმხილველის თქმით, აფეთქება მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მოკლული სასულიერო პირი მოლა ამირ მოჰამადი იყო. 

ამავე თემაზე: 

🔴  ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი