მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ედუარდ სნოუდენმა რუსული პასპორტი მიიღო

ყოფილი აგენტი

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილმა აგენტმა ედუარდ სნოუდენმა ფიცი დადო და რუსული პასპორტი მიიღო. ამის შესახებ TASS-ს მისმა ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ განუცხადა.

„დიახ, მე მივიღე რუსული პასპორტი, მე ფიცი დავდე“, - თქვა მან და უპასუხა კითხვას, მიიღო თუ არა სნოუდენმა რუსეთის მოქალაქის პასპორტი. 

სნოუდენი აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამსახურის კონტრაქტორი იყო. 2013 წელს მან სატელეფონო მოსმენების სქემა გამოააშკარავა. უფრო კონკრეტულად კი, მის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები შეიცავდა მტკიცებულებებს, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მილიონობით ადამიანზე უკანონო ფარულ მიყურადებას ახორციელებდნენ.

აღნიშნულის შემდეგ სნოუდენი შეერთებული შტატებიდან 2013 წელს გაიქცა. აშშ-ში მის მიმართ ჯაშუშობის მუხლით არის საქმე აღძრული. სნოუდენს თავის სამშობლოში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პუტინმა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ოკუპანტებს „ნამდვილი კაცები“ უწოდა

🔴 პუტინმა გერმანიას მოუწოდა, უკრაინის მოვლენების კონტექსტში მიდგომებს გადახედოს 

🔴 ერაყის ქრისტიანები „ისლამური სახელმწიფოს“ ომის დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ - გაერო

🔴 კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სტრესი მოზარდის ტვინს აბერებს - სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა

🔴 სირიელმა მეამბოხეებმა არ იცოდნენ რომ მოკლული ერაყელი „ბოევიკი“ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური იყო - AP NEWS

🔴  „ასეთ დროს ადამიანმა მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროს“ - ალექსანდრე გოგინავა ვირუსის ე.წ. შემობრუნებაზე განმარტებას აკეთებს