მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეგვიპტეში, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 18 ბავშვი დაიღუპა

ეგვიპტეში, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 18 ბავშვი დაიღუპა

სულ მცირე 18 ბავშვი დაიღუპა ეგვიპტეში, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. 

ეგვიპტის კოპტური ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულები 3-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე გაჩნდა ეკლესიის მეორე სართულზე, ხანძარი კონდიცირების განყოფილებაში, ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. 

დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ეკლესიაში დაგროვილმა კვამლმა გამოიწვია. სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე ორი ოფიცერი და სამოქალაქო დაცვის სამსახურის სამი წევრი დაშავდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პოროშენკო: კონტრშეტევისა და გამარჯვების გარდა სხვა ამოცანები არ გვაქვს

✔️ ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი  

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის

✔️ სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში