მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან G20-ის მინისტერიალზე მოლაპარაკებას არ გეგმავს - ნედ პრაისი

ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან G20-ის მინისტერიალზე მოლაპარაკებას არ გეგმავს. ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მე არ ველოდები რაიმე შეხვედრას სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის“, - განაცხადა მან.

პრაისის თქმით, G20-ის მინისტერიალზე მოლოდინი აქვს, რომ ლიდერები მკაცრად დაგმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. 

აღსანიშნავია, რომ G20-ის მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მონაწილეობა G20-ის სამიტში უსაფრთხოების ვითარებაზე და სამიტის მონაწილეთა შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული.

მანამდე კი იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ გამორიცხულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი მონაწილეობა G20-ის სამიტში.

თავის მხრივ აღნიშნულს კრემლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინის მონაწილეობა სამიტზე გამორიცხული არ არის. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „ის, რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს მსოფლიოში ახორციელებს, არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე“ - დმიტრო კულება

🔴 ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს - ბრიტანული დაზვერვა