მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერაყის ქრისტიანები „ისლამური სახელმწიფოს“ ომის დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ - გაერო

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები

„ერაყში შეგროვებული მტკიცებულებები აძლიერებს წინასწარ დასკვნებს იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ქრისტიანული თემისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ომის სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს მას შემდეგ, რაც 2014 წელს ქვეყნის დაახლოებით მესამედი დაიპყრეს“, - ამის შესახებ გაეროს საგამოძიებო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ დანაშაულები მოიცავდა ქრისტიანების დევნას, მათი ქონების ჩამორთმევას, სექსუალურ ძალადობას, მონობას, კულტურული და რელიგიური ობიექტების განადგურებას, ასევე სხვა არაადამიანურ აქტებს. 

2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აიღეს ერაყის ქალაქები და გამოაცხადეს თვითგამოცხადებული ხალიფატი სირიისა და ერაყის ტერიტორიის დიდ ნაწილზე. 

გარდა ქრისტიანების დევნისა და მათი შევიწროებისა, 2021 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ჩაიდინეს გენოციდი იეზიდების წინააღმდეგაც. 

„აქამდე მოპოვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რელიგიური და კულტურული ადგილები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განზრახ გაანადგურეს“, - აღნიშნულია მოხსენებაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სტრესი მოზარდის ტვინს აბერებს - სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა

🔴 სირიელმა მეამბოხეებმა არ იცოდნენ რომ მოკლული ერაყელი „ბოევიკი“ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური იყო - AP NEWS

🔴  „ასეთ დროს ადამიანმა მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროს“ - ალექსანდრე გოგინავა ვირუსის ე.წ. შემობრუნებაზე განმარტებას აკეთებს

🔴 მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებები მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობას ძირს უთხრის

🔴 ჰაიტიში 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს - Associated Press

🔴 ისინი ჩვენი ხალხია, მათ რუსეთთან მიერთების სარგებელი უნდა იგრძნონ - პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე