მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში ელექტროენერგიის ეკონომია დაიწყეს

მაღაზიის ვიტრინა ესპანეთში

ესპანეთმა ელექტროენერგიის ეკონომიის ღონისძიებები ოფიციალურად გამოაცხადა. ეს ღონისძიება ევროკომისიის მიმართვის საფუძველზე ხორციელდება, რომელმაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ელექტროენერგიის მოხმარების 7%-ით კლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ამასთანავე აღნიშნულმა გეგმამ ესპანეთის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის პოლემიკა გამოიწვია, რადგანაც ადგილებზე ამ ზომების ადეკვატურობაში ეჭვი შეიტანეს. ეს საკითხი, სავარაუდოდ, სასამართლოს გზით გადაწყდება. 

ამასთანავე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის ეს რეკომენდაცია ესპანეთში გადაჭარბებით შესრულდება, რადგანაც რეცესიამ საწარმოებში ელექტროენერგიის მოხმარების კლება გამოიწვია. ასევე იკლო დენის მოხმარებამ სახლებშიც - მისი მაღალი ფასის გამო. 

ელექტროენერგიის ეკონომიის გეგმა ადმინისტრაციულ შენობებს, სადგურებს, აეროპორტებს, ბარებს, რესტორნებს, სასტუმროებს, ასევე გართობის, ვაჭრობის და კულტურის ობიექტებს ეხება. როგორც მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა ტერეზა რიბერამ განაცხადა, ეს ღონისძიებები დაეხმარება ევროკავშირს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროპაში ენერგიის მხრივ არსებული პრობლემები დაძლიოს.

ჩამოთვლილ ობიექტებში ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა +25 +27 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში ის მაქსიმუმ 19 გრადუსს უნდა ადგენდეს. კონდიციონერის ჩართვისას შესასვლელი კარები დახურული უნდა იყოს, ხოლო ვიტრინის განათება 22.00 სთ-ზე უნდა გაითიშოს. ქალაქებში არქიტექტურის ძეგლების განათება ღამის საათებში უნდა გამოირთოს. ყველამ ეკონომიკური ნათურები და სხვა ელექტრომოწყობილობები უნდა გამოიყენონ. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 60 ათასიდან 100 მლნ ევრომდე შეადგენს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი

👉 მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნები არასწორად წარმოაჩინოს - ISW

👉 ფინეთი რუსებისთვის ვიზების გაცემას 90%-ით ამცირებს