მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადაშენების პირას მყოფმა კუმ სან-დიეგოს ზოოპარკში 41 კუსანა გამოჩეკა

იშვიათი სახეობის კუ

„ამას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი კუს სახეობა საბოლოოდ გამრავლდა სან-დიეგოს ზოოპარკში“, - ამის შესახებ AP NEWS-ი ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება. 

ზოოპარკის წარმომადგენლებმა  კუს იშვიათი გამრავლების ფაქტი დაადასტურეს და თქვეს, რომ 41 კუსანა გამოიჩეკა. 

სან-დიეგოს ზოოპარკში  20 წლის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ სამ ზრდასრულ კუს.

„ეს უკიდურესად გახანგრძლივებული პროცესია, რადგან კუებს შეიძლება სქესობრივი სიმწიფის მიღწევისთვის 10 წელი დასჭირდეთ“, -  ნათქვამია ინფორმაციაშია. 

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ქვეწარმავლები კვერცხებს ღამით დებენ და ჭუჭყით ფარავენ, რაც ბუდის პოვნას ართულებს. 

ზაფხულში აღმოაჩინეს ორი ბუდე, რომელშიც 41 კვერცხი იყო. ყველა გადარჩა. 

„ეს არის ამაღელვებელი მომენტი ჩვენთვის სან-დიეგოს ზოოპარკში და წარმოუდგენელი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სახეობის კონსერვაციისთვის“, - თქვა ზოოპარკის კურატორმა კიმ გრეიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 იბრაჰიმ რაისი აღიარებს, რომ ირანს „სისუსტეები და ნაკლოვანებები აქვს“, თუმცა პროტესტთან დაკავშირებით რიტორიკას არ ცვლის

🔴 ზვავის ჩამოწოლის შედეგად 10 მთასვლელი დაიღუპა, 11 ეძებენ - შემთხვევა ინდოეთში

🔴 ოთხეულს დაემატა და გახდა ცხრა... როგორც ქუჩურად იტყვიან, ხალხი გააფუჭეს - რომან გოცირიძე

🔴 თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? - იაგო ხვიჩია

🔴 ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომისთვის მუდმივად ემზადება, მაგრამ ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

🔴 უმდიდრესმა რუსებმა წლის დასაწყისიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg