
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მარტის ბოლოს უკრაინა გერმანიისგან Leopard 2-ის ტანკებს მიიღებს.
„შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი დღეს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. გერმანიისგან Leopard 2A6 ძირითადი საბრძოლო ტანკები მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი,” - აღნიშნულია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმაც და თქვა, რომ უახლოეს მომავალში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.
„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი საუბარი. რამშტაინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა. ბევრი დადებითი სიახლე იქნება“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
Nächste konkrete Schritte für unsere 🇺🇦 Unterstützung: Verteidigungsminister Pistorius sprach heute in der #Ukraine u.a. mit Präsident @ZelenskyyUa und seinem Amtskollegen @oleksiireznikov. Ende März stehen die #Kampfpanzer #Leopard 2 A6 aus 🇩🇪 zur Verfügung. pic.twitter.com/mAbgiza4Sp
— Verteidigungsministerium (@BMVg_Bundeswehr) February 7, 2023
იხილეთ ასევე:
👉 უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა გაგრძელდა
👉 თურქეთში ბოლო 24 საათში 126 მიწისძვრა მოხდა
👉 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 4 300-ს სცდება