მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, თუ ის გადაწყვეტს ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას - კრისტოფ ჰეუსგენი

იუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე

გერმანიამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, თუ ის გადაწყვეტს ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას, - ამის შესახებ ანგელა მერკელის ყოფილმა მრჩეველმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰეუსგენმა განაცხადა

„ყირიმი, რა თქმა უნდა, უკრაინის ნაწილია და უკრაინას აქვს სრული უფლება დაიბრუნოს და დააბრუნოს თავისი ტერიტორია. ამიტომ გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე.

მისი თქმით, გერმანია ცდილობდა რუსეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზით 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებებითა და მინსკის შეთანხმებებით.

„ახლა რუსეთმა მთელი ეს ძალისხმევა უკანა პლანზე გადადო - რუსეთი არის ძალიან აგრესიული, რუსეთი არის პასუხისმგებელი ათიათასობით ადამიანის სიკვდილზე. შეხედეთ მარიუპოლს, როგორ გაანადგურეს იგი! დაანგრიეს ისევე, როგორც გროზნო. ასე რომ, ჩვენ უნდა გავუწიოთ ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უკრაინელებს და თუ უკრაინას შეუძლია ყირიმის დაბრუნება, მას მხარი უნდა დაუჭიროს გერმანიამ“, - დასძინა ჰეუსგენმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი არ არის მზად უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს, კრემლი ჯო ბაიდენის მოლაპარაკების პირობებს არ დათანხმდება - პესკოვი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში, ბახმუტის ბრძოლა და ოკუპანტების გაყვანა ზაპოროჟიედან - საბრძოლო რუკები

👉 ოკუპანტები ვერ შეცვლიან ომის მიმდინარეობას და გარანტირებული აქვთ წაგება - არესტოვიჩი

👉 რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

👉 რუსულმა ძალებმა შეიძლება გაიყვანონ პერსონალი ზაპოროჟიეს ოლქიდან, რადგან ვერ იცავენ საკვანძო პოზიციებს - ISW