მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გრძელვადიან პერსპექტივაში სანქციებმა შეიძლება გაანადგუროს რუსეთის ეკონომიკა“ - შეუძლია თუ არა აშშ-ის სანქციებმა პუტინის პოლიტიკა შეაფერხოს? 

პუტინი ბრიფინგზე

შესაძლოა, ვაშინგტონის კიდევ უფრო მეტად აგრესიულმა ნაბიჯებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკუშედეგი მოუტანოს ევროპას, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების შესახებ Aljazeera

მედიასაშუალება თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის განცხადებაზე აკეთებს ხაზგასმას, სადაც პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება“ .

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსკოვთან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ვაშინგტონს და ბრიუსელს ხელშესახები შედეგი არ აქვთ. 

მიუხედავად ამისა, დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი მობილიზებულია უკრაინის საზღვართან ახლოს და რუსული ძალების მობილიზება არ არის ერთადერთი მიზეზი პესიმიზმის არსებობისთვის, რადგან ევროპა დგას ზღვარზე, როცა შესაძლებელია იოლად და სწრაფად გადაიზარდოს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება დიდ სამხედრო კონფლიქტში. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა მრავალი სანქცია დაუწესა რუსეთს, რათა დასაჯოს იგი ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მეამბოხე ჯგუფების მხარდაჭერისთვის.  ატლანტიკური საბჭოს კვლევის თანახმად, ეს ნაბიჯები რუსეთის ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით აზიანებს.

ორგანიზაცია „გლობალური პოლიტიკის ინიციატივის“ დირექტორის დევიდ კორტრაიტის განცხადებით, დაწესებული სანქციები სწორედ, რომ პუტინისა და მასთან დაახლოებული ოლიგარქების ეკონომიკურად შესუსტებას ისახავდნენ მიზნად. 

კორტრაიტი ხაზგასმით აცხადებს, რომ ყოველივე აღნიშნულმა მაინც ვერ შეაკავა პუტინის პოლიტიკა. 

სტატიის თანახმად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ  ვაშინგტონს ჯერ კიდევ აქვს მრავალი ვარიანტი ეკონომიკური სანქციებისთვის, რომლებიც მას შეუძლია ოფიციალურ მოსკოვს დაუწესოს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ დამატებით სანქციებს დიდი დარტყმის მიყენება შეუძლია რუსეთისთვის, მაგალითად ისეთი საკითხებისთვის, როგორის არის  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. 

გარდა ამისა, სტატიაში საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრაზე, სადაც ნათქვამია, რომ „არავინ იცის როგორ იმოქმედებს ეს პუტინის აზროვნებაზე“.

ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე გაბედულმა ზომებმა, შესაძლოა, უკუშედეგიც მოუტანოს ევროპას, რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების გამო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები განაგრძობს ამ ახალ სანქციებს,  რუსეთს დასაფიქრებლად გარკვეული დრო დასჭირდება. 

„მოკლევადიანი ტაქტიკური გაგებით, ეს ნაბიჯები საკმარისად არ იმოქმედებს პუტინზე“, - განუცხადა ალჯაზირას ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა იუვალ ვებერმა. 

პროფესორმა დასძინა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სანქციებმა შეიძლება გაანადგუროს რუსეთის ეკონომიკა. თუ პუტინი შეიჭრება უკრაინაში, ის რუსეთის მომავალს თავის ქმედებებზე დააყენებს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ბლინკენი ლავროვს: თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გადაწყვეტს, ჩვენ სწრაფი და მკაცრი პასუხისთვის მზად ვიქნებით

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ 

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება