მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰაიტიში 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს - Associated Press

ჰაიტი

„12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს ჰაიტის დედაქალაქის მახლობლად თემში, ბანდები მეტი ტერიტორიის გასაკონტროლებლად იბრძვიან“, - ამის შესახებ მერმა  Associated Press-ს განუცხადა. 

პორტ-ო-პრენსის მერის თქმით, ინციდენტი მოხდა პატარა ქალაქ კაბარეში, პორტ-ო-პრენსის ჩრდილო-დასავლეთით.

Associated Press-ი იტყობინება, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებსა და ვიდეოებზე ჩანს დასახიჩრებული მსხვერპლთა ცხედრები, რომლებიც მიმოფანტული არიან მათი სახლების გარეთ.

გამოცემის ინფორმაციით, ჯამში დამწვარია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.  მერი ამბობს, რომ ხალხმა თავის დაცვა ვერ მოახერხა. 

 2021 წლის 7 ივლისს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ ბანდებმა ჰაიტიში კიდევ უფრო მოიკიდეს ფეხი.

გაერო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს ჰაიტის ეროვნულ პოლიციას დანაშაულისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეგახსენებთ, ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში 2021 წელს მოკლეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

🔴 ისინი ჩვენი ხალხია, მათ რუსეთთან მიერთების სარგებელი უნდა იგრძნონ - პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე