მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გამო ჰონგ-კონგში 2000 ზაზუნას გაანადგურებენ

ჰონგ კონგში კორონავირუსი

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ 2000 ზაზუნას განადგურების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ზოომაღაზიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა კლასტერი გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ინფიცირებულებს, რომლებიც ცხოველების მაღაზიის პერსონალთან არიან დაკავშირებულები, დელტა შტამი დაუფიქსირდა. ამის შემდეგ ტესტი ზაზუნებსაც ჩაუტარდათ და 11 მათგანს დადებითი შედეგი დაუფიქსირდა. 

ჰონკონგის ჯანდაცვის მინისტრმა სოფია ჩანმა განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ცხოველებიდან ადამიანებს გადაეცემა, მაგრამ ხელისუფლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაბამის ზომებს მიიღებს.

მინისტრმა მოუწოდა ადამიანებს, რომლებმაც ზაზუნები 22 დეკემბრის შემდეგ შეიძინეს, ისინი ხელისუფლებას გადასცენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზაზუნებს დააძინებენ, რაც, მისი თქმით, ჰუმანური მეთოდია. 

ასევე წაიკითხეთ:

🔴  იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔴  „ილუზია არ გვაქვს, რომ დღეს მაქსიმალური რაოდენობის შემთხვევებია“- ჩხაიძე ეპიდვითარებაზე

🔴  „ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომატიკა უნდა აღვიქვათ, როგორც კორონავირუსი“ - ვახტანგ კალოიანი