მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იბრაჰიმ რაისი აღიარებს, რომ ირანს „სისუსტეები და ნაკლოვანებები აქვს“, თუმცა პროტესტთან დაკავშირებით რიტორიკას არ ცვლის

იბრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა აღიარა, რომ ისლამურ ისლამურ რესპუბლიკას „სისუსტეები და ნაკლოვანებები“ აქვს, მაგრამ გაიმეორა ოფიციალური ნარატივი, რომ „არეულობა, რომელიც ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის დაკავებას და შემდგომ მის გარდაცვალებას მოჰყვა, სხვა არაფერი იყო თუ არა ირანის მტრების შეთქმულება“. ამის შესახებ Associated Press-ის სტატიაშია აღნიშნული. 

„დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს ხალხთან თანამშრომლობას და მათი პრობლემების შემცირებას. ერთობა და ეროვნული მთლიანობა არის აუცილებლობა, რომელიც ჩვენს მტერს უიმედოდ აქცევს“, - თქვა ირანის პრეზიდენტმა. 

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ირანის უშიშროების ძალები ცდილობდნენ დემონსტრაციების დაშლას ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და წყლის ჭავლით.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია.

ირანში მიმდინარე პროცესებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და თქვა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია ირანში მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის სტუდენტებისა და ქალების, ძალადობრივი დარბევის შესახებ ცნობებით“.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლონდონში ირანის ელჩი დაიბარა.

„ირანში უშიშროების ძალების მიერ საპროტესტო აქციების დროს განხორციელებული ძალადობა ნამდვილად შოკის მომგვრელია“, - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ.

უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს უამრავი დემონსტრანტი, ისევე როგორც ხელოვანები, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს საპროტესტო აქციებს. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სულ მცირე 1500 დაპატიმრებულია.

მოქალაქეთა პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციაში წაყვანის შემდეგ 22 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

22 წლის სტუდენტი მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება.

ირანში საპროტესტო აქციებში ქალებიც მონაწილეობენ. ისინი ჰიჯაბებს წვავენ და თმებს მოკლედ იჭრიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ზვავის ჩამოწოლის შედეგად 10 მთასვლელი დაიღუპა, 11 ეძებენ - შემთხვევა ინდოეთში

🔴 ოთხეულს დაემატა და გახდა ცხრა... როგორც ქუჩურად იტყვიან, ხალხი გააფუჭეს - რომან გოცირიძე

🔴 თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? - იაგო ხვიჩია

🔴 ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომისთვის მუდმივად ემზადება, მაგრამ ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

🔴 უმდიდრესმა რუსებმა წლის დასაწყისიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg

🔴 რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარი გამოიმუშავა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გაყიდვით - გამოძიება