მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელი ალეპოს აეროპორტს თავს დაესხა - სირიული მხარე

შეტევა ალეპოს აეროპორტზე

ისრაელის საჰაერო თავდასხმამ სირიის ქალაქ ალეპოში საერთაშორისო აეროპორტი დააზიანა. ეს მიმდინარე თვეში რიგით მეორე თავდასხმაა. ამის შესახებ ამერიკული მედია სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება. 

SANA კონფიდენციალურად ციტირებს სამხედრო მაღალჩინოსანს. მაღალჩინოსნის თქმით, ებრაულმა ძალებმა ალეპოს რაკეტებით შეუტიეს. 

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები დაიწყო და დასძინა, რომ აეროპორტი მუშაობას მოკლე ვადაში განაახლებს.

ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება. 

„ისრაელმა ბოლო წლებში ასობით დარტყმა განახორციელა სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილებზე, მათ შორის არის თავდასხმები დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე, მაგრამ იშვიათად აღიარებს თავის ქმედებებს“, - წერს მედიასაშუალება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დროს დაშავებული ბავშვებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა