მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიის სანაპიროსთან 300-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიაში გადარჩენილი მიგრანტები

იტალიის სანაპირო დაცვამ კალაბრიასთან ძლიერი ქარიშხლის დროს 300-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

მიგრანტების უმრავლესობა ეგვიპტელი იყო. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაბრიის სანაპიროზე მიგრანტების ჩასვლის ტემპი გაიზარდა. 

მიგრანტები ახლახან აშენებულ თავშესაფარში გადაიყვანეს, რომელიც 120 ადამიანს იტევს.

მიმდინარე წელს იტალიაში საზღვაო გზით 57 800-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.