მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვოჩის სკანდალური განცხადების შემდეგ უკრაინელებს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ slovoidilo.ua იუწყება. 

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ჩვენი ჯარი არ იმყოფება, ხოლო პოლონეთში მყოფი კონტინგენტი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, მე არ ვიცი, თუ რა ჯარისკაცების გაყვანას აპირებს პრეზიდენტი, მისი განცხადება უკრაინაში არსებული კორუფციის შესახებ ჩვენი პოზიცია არ არის და ასეთი უცნაური განცხადებებისთვის მე მთავრობის სახელით უკრაინელებს ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

24 იანვარს ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება. მისი თქმით, უკრაინა დღესაც ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება და თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს, ის ხორვატ ჯარისკაცებს აღმოსავლეთ ევროპიდან გაიყვანს.

ამ განცხადების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი დაიბარეს. კიევში ამბობენ, რომ მილანოვიჩის განცხადება რუსული პროპაგანდის გამეორებაა და ის ხორვატიის ოფიციალურ და თანმიმდევრულ პოზიციას არ შეესაბამება, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ