მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კონკრეტიკა გვჭირდება, ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

„კონკრეტიკა გვჭირდება, ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით - რატომ გვესაუბრებით მომავალზე? როდესაც რისკები აწმყოში გვაქვს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმია უნდა განვითარდეს იმისდა მიუხედავად, შეუერთდება თუ არა უკრაინა ნატოს.

„იმის მიუხედავად, როდის ვიქნებით ნატოში, ან საერთოდ თუ ვიქნებით ალიანსში, სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ ნამდვილად ვავითარებთ ჩვენს არმიას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. ახლა ჩვენ ნამდვილად გვესმის, თუ ნატოში არ ვართ, მაშინ თავად დავიცავთ თავს და როდესაც საკუთარ თავს იცავ, როდესაც ერთი ერთზე ხარ ძალიან რთულ სახელმწიფოსთან, რას ნიშნავს სანქციები შემდეგ. ვისთვის არის ისინი მიმართული, რისთვის არის? ესენი უკრაინას ეხება? მაპატიეთ, სამწუხაროდ არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ, თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები მოგვიანებით? შესაბამისად, სანქციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს მიუთითებს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებაზე, მაგრამ არ შეიძლება, ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი დაღუპული გვყავს და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სანქციებს „შემდეგ“ განიხილავს“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ნატოში გაწევრიანების შესახებ

ზელენსკის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი უკრაინაზე დამოკიდებული არ არის.

„კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. ნატოში არ ვართ, გვითხარით, რომ ნატოში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით. ალიანსის წევრებიდან ვიღაც ამაზე ლაპარაკობს, ვიღაცას საუბრის ეშინია. ვიღაც ამბობს „იცით, რომ არა ეს სახელმწიფო, ჩვენ მხარს აუცილებლად დაგიჭერდით“. ვიღაც სხვა რამეს ამბობს: „როდესაც ყველა მხარს უჭერს, ჩვენც მხარს ვუჭერთ“. რატომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, როდესაც რისკები აწმყოში გვაქვს“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი