უცხოეთი

ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავშეკავებას ურჩევს 

ლატვიამ ტელეარხ, „Rossiya-RT“  მაუწყებლობა შეწყვიტა
1643023167
დაკოპირებულია

ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინა-რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გამო მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. 

როგორც უცხოური მედია იუწყება, ლატვია საჭიროების შემთხვევაში, ასევე, აპირებს კიევის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას. 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარ რინკევიჩის თქმით, ოფიციალური პირები „მუდმივ აფასებენ უსაფრთხოების ვითარებას და შესაბამისად იმოქმედებენ“ საელჩოს ნებისმიერი პერსონალის პოტენციურ გაყვანასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. 

„სიტუაცია არ უმჯობესდება, კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლელ კოლეგებს გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ მოვლენების ასეთ ნეგატიურ განვითარებაში“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს