უცხოეთი

ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

მიგრანტების რიცხვის ზრდის გამო, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო
1636092545
დაკოპირებულია

მიგრანტების რიცხვის ზრდის გამო, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ლიეტუვამ ბელორუსის საზღვარზე ფოლადის კედლის პირველი მონაკვეთები უკვე განათავსა.

ლიეტუვამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან ბელარუსის საზღვრებიდან დაიწყეს შესვლა.

ევროკავშირი ბელარუსს მიგრანტების განზრახ წახალისებაში ადანაშაულებს.

კედლის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 152 მილიონი ევრო.