მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომისთვის მუდმივად ემზადება, მაგრამ ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

ბელარუსის პრეზიდენტი

ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ არის, თუმცა ამბობს, რომ ის თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ომისთვის მუდმივად ემზადებოდა. ამის შესახებ მან უსაფრთხოების საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ჩვენ არ გვჭირდება მობილიზაციის გამოცხადება. საბედნიეროდ, ომი არ არის ბელარუსის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

თუმცა, ამავდროულად, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ის „აბსოლუტურად ემზადება“ ომისთვის. 

თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსში შეიარაღებული ძალების მოდერნიზება უკვე მეხუთედ მიმდინარეობს. 

ლუკაშენკომ ასევე დასძინა, რომ „ომებიდან და კონფლიქტებიდან შესაბამისი დასკვნები გამოაქვს და გაკვეთილად იღებს“. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 უმდიდრესმა რუსებმა წლის დასაწყისიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg

🔴 რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარი გამოიმუშავა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გაყიდვით - გამოძიება

🔴 ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას - საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო

🔴 გასულ წელს 316 პატიმარი მოკლეს, მიმდინარე წელს კი 90 - მასშტაბური შეტაკებები ეკვადორის ციხეებში

🔴 „ყოჩაღ“ - მედვედევი მასკზე

🔴 „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაა - იაგო ხვიჩია

🔴 „ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, ეს არის მათი სულისკვეთება - გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“