მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო ლიეტუვას საზღვარზე მიგრანტების ცხედრების გადაყრაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ლიეტუვის ხელისუფლება ორი ქვეყნის საზღვარზე მიგრანტების ცხედრების გადაყრაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ორი მიგრანტის ცხედარი იპოვეს.

„ალბათ, ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს ათავსებენ საძილე ტომარაში და საზღვარზე აგდებენ, რა საზიზღრობაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მოკავშირე რუსეთს მხარს დაუჭერს, თუ უკრაინის ხელისუფლება აღმოსავლეთში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების წინააღმდეგ შეტევას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მხარეს პოლონეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი იმყოფება, რომლებიც ევროკავშირში შეღწევას ცდილობენ. მათ საზღვრის მახლობლად კარვების ქალაქი გაშალეს. რამდენიმე მათგანმა პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო, თუმცა ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს. 

ამავე თემაზე: 

🔴 პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა

🔴 ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

🔴 მიგრანტთა ორმა ჯგუფმა ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლა მოახერხა

🔴 უკრაინელი სამხედროები ბელარუსიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათი განადგურებით იმუქრებიან

🔴 პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე სირიელი მიგრანტის ცხედარი იპოვეს

🔴 პუტინი პოლონელ ძალოვნებს ბელარუსის საზღვართან მიგრანტების ცემაში ადანაშაულებს

🔴 პოლონელი მესაზღვრეები: მიგრანტებს ბელარუსში საზღვრის გარღვევისთვის ამზადებენ