მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკომ ბელარუსში რუსული ტაქტიკური და სტრატეგიული სარაკეტო სისტემების განთავსების სურვილი გამოთქვა

ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ბელარუსში რუსული ტაქტიკური და სტრატეგიული სარაკეტო სისტემების განთავსების სურვილი გამოთქვა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ლუკაშენკოს თქმით, მას სჭირდება მობილური ბალისტიკური სარაკეტო სისტემა „ისკანდერი“, რომელსაც აქვს 500 კილომეტრამდე დიაპაზონი და შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინი რაკეტის გასროლა.

„მე მჭირდება რამდენიმე სარაკეტო დივიზია დასავლეთსა და სამხრეთში“, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

ლუკაშენკომ არ მიუთითა იმაზე, ჰქონდა თუ არა მოლაპარაკებები მოსკოვთან სარაკეტო სისტემის მიღების შესახებ.

ბელარუსს მის მეზობელ პოლონეთსა და ლიტვასთან ურთიერთობები ე.წ. მიგრანტთა კრიზისის გამო დაეძაბა. 

სიტუაცია პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე 8 ნოემბერს გართულდა, როდესაც სასაზღვრო პუნქტს ბელარუსის მხრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი მიუახლოვდა, მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან. მას შემდეგ, რაც პოლონელმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა საზღვარზე მიგრანტების გადასვლა აღკვეთეს, მათ იქვე კარვების ქალაქი გაშალეს.