მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე პენსიაზე გავედი“ - ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთში მასობრივი არეულობების დაწყების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც იანვრის დასაწყისში ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობების დაწყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, ვიდეომიმართვა გაავრცელა

ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის ელიტაში კონფლიქტი და დაპირისპირება არ არსებობს და „ჭორები“ მსგავსი კონფლიქტის შესახებ უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, 2019 წლიდან საპრეზიდენტო უფლებამოსილება კასიმ-ჟომარტ ტოკაევს გადასცა, თვითონ კი ახლა პენსიაზეა და ახლა ყაზახეთის დედაქალაქში „დამსახურებულად ისვენებს“.

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტოკაევს სრული ძალაუფლება აქვს, არის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და მალე მმართველ პარტიასაც უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ყაზახეთის ქალაქებში შეიარაღებული შეტაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდა, ხელისუფლებამ პროტესტის ჩახშობა შეძლო. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ვითარება სტაბილიზებულია, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა“ - ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი

🔴 ყაზახეთში საპროტესტო აქციების 8 ათასამდე მონაწილე დააკავეს

🔴  არეულობას ქვეყანაში 164 ადამიანი ემსხვერპლა - ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო