მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგან მარკლი, ბილი აილიში, მაკენზი სკოტი - Financial Times-მა წლის ყველაზე გავლენიანი 25 ქალი დაასახელა

მეგან მარკლი, ბილი აილიში, მაკენზი სკოტი

გავლენიანმა გამოცემამ Financial Times-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა. სიაში სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ქალები მოხვდნენ.

25 ყველზე გავლენიანი ქალის სიაში შედიან:

👩 ფინეთის პრემიერ-მინისტრი - სანა მარინი;

👩 ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი - მია მოტლი;

👩 ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლე - მეგან მარკლი;

👩 მომღერალი - ბილი აილიში;

👩 კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტი - ფრანსია ელენა მარკეს მინა;

👩 აშშ-ის პირველი ფერადკანიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ქეტანჯი ბრაუნ ჯექსონი;

👩 კლიმატის მინისტრი - შერი რეჰმანი;

👩 აბორტის მომხრე აქტივისტი და ექიმი - რებეკა გომპერტსი;

👩 უკრაინული უფლებადამცველი, ორგანიზაციის სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც წლევანდელი ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში - ალექსანდრა მატვეიჩუკი;

👩 მსახიობი - მიშელ იო;

👩 მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი - ჯეინ ფრეიზერი;

👩 მწერალი - ენი ერნო;

👩 მწერალი - ციცი დანგარემბგა;

👩 Saint Laurent-ის აღმასრულებელი დირექტორი - ფრანჩესკა ბელეტინი;

👩 CVS Health-ის აღმასრულებელი დირექტორი - კარენ ლინჩი;

👩 ჩოგბურთელი - სერენა უილიამსი;

👩 Aviva-ს აღმასრულებელი დირექტორი - ამანდა ბლანი;

👩 Goldman Sachs-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ყოფილი ბანკირი - ჯეიმი ფიორე ჰიგინსი;

👩 რინა გონოი - ქვეყანაში, სადაც ბევრი ქალი განიცდის სექსუალურ შევიწროებას ჩუმად, რინა გონოიმ სხვა არჩევანი გააკეთა. გამბედაობით 23 წლის გოგონამ ამ ზაფხულს წამოიწყო საჯარო კამპანია, მოითხოვა სიმართლე და ოფიციალური ბოდიშის მოხდა იაპონიის სამხედროებისგან მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვარჯიშის დროს ნასვამმა მამაკაცებმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს;

👩 ადვოკატი - პაულა კაჰუმბუ;

👩 Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე - მაკენზი სკოტი;

👩 ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი - სარინა ვიგმანი;

👩 რეჟისორი, სცენარისტი, ანიმატორი - ანა იმჰოფი;

👩 გამოცემამ ასევე გავლენიან ქალებში დაასახელა ირანელი ქალები, რომლებმაც ხმა ამოიღეს და გააპროტესტეს ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალება, რომელიც ირანის „ზნეობის პოლიციამ“ დააკავა და მასზე იძალადა, ქალი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან... სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის“ - ალექსეი არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

👉 🎥 „22 000 გამოვუტანე ქმრის ძმაკაცს, ფულის გადახდა მე მიწევს, ვეუბნები, იარაღს ვიყიდი, მუხლებში უნდა დაგამტვრიო და „კალიასკაში“ ჩაგსვათქო“ - ქალმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს მიმართა

👉 ევროკავშირი ილონ მასკს ტვიტერის დაბლოკვით დაემუქრა - Financial Times

👉 „დასავლეთი უკრაინას რუსეთს წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებს“ - სერგეი ლავროვი

👉 შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა