მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკის საავადმყოფოში კუბელი ექიმი მოკლეს

კუბელი ექიმის მკვლელობა მექსიკაში

კუბელი ექიმი მეხიკოს გარეუბანში მდებარე უბნის სამედიცინო დაწესებულებაში მოკლეს. ექიმის მკვლელობის ფაქტი ადგილობრივმა პროკურორებმა დაადასტურეს. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, მედიკოსი მას შემდეგ მოკლეს, რაც მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის გააკრიტიკეს. უფრო კონკრეტულად კი, მექსიკაში პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედებულია პროგრამა, სადაც კუბელი ექიმები არიან დასაქმებული. 

მოკლული კუბელი ექიმი, როგორც ჩანს, მექსიკაში რამდენიმე ხნის წინ ჩავიდა და პროგრამის შესაბამისად არ იყო დასაქმებული. მისმა მკვლელობამ გააჩინა კითხვა, არის თუ არა მექსიკის ზოგიერთი რაიონი ძალიან საშიში კუბელი ექიმებისთვისაც.

ქალმა, რომელმაც თავი დაზარალებულის დად მოიხსენია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გარდაცვლილი ერნესტო ოლივა ლეგრა იყო.

პროკურორების თქმით, ორი შეიარაღებული მამაკაცი საავადმყოფოში შევიდა, ექიმს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ექიმი მიყენებული ჭრილობებით მოგვიანებით სხვა საავადმყოფოში გარდაიცვალა.