მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებები მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობას ძირს უთხრის

მიხეილ მიშუსტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქმედებებმა მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობა შეარყია. ამის შესახებ მიშუსტინმა რუსულ-უზბეკურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ბევრი სავაჭრო, საწარმოო და ლოგისტიკური კავშირები, რომლებიც ადრე კორონავირუსული პანდემიით დაზარალდა, ახლა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ამ ვითარებაში არსებულ და მომავალ გამოწვევებს ეფექტურად დაუპირისპირდება მხოლოდ ერთობლივი მუშაობა“, - აღნიშნა მიშუსტინმა. 

მიშუსტინის განცხადებით, „მსოფლიო ეკონომიკა და გლობალური ბაზრები ტურბულენტურ მდგომარეობაშია“.

მან, ასევე, გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები და თქვა, რომ მსოფლიო ფუნდამენტური გარდაქმნების პერიოდში შევიდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ჰაიტიში 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს - Associated Press

🔴 ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

🔴 ისინი ჩვენი ხალხია, მათ რუსეთთან მიერთების სარგებელი უნდა იგრძნონ - პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე