მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მობილიზება კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას - Politico

კრემლი-რუსეთი

„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას რუსეთის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება. მობილიზაციის გამოცხადება გამოიწვევს კვალიფიცირებული მუშაკების ნაკლებობას ყველა ინდუსტრიაში“, - ამის შესახებ Politico იტყობინება.

Politico წერს, რომ მოსკოვს არანაირი სამოქმედო გეგმა არ აქვს. 

„რაც უფრო მეტი კაცის მობილიზებას შეეცდება კრემლი, მით უფრო მეტი შეეცდება რუსეთის დატოვებას. შესაძლოა, პუტინმა შეძლოს 300 000 რეზერვისტის მობილიზება, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ დაახლოებით 360 000 უკვე წავიდა საქართველოსა და ყაზახეთში. იმისთვის, რომ მათთვის არასასურველ ომში არ წავიდნენ. 

კაცები, რომლებიც ახლა ტოვებენ რუსეთს, არიან შრომისუნარიანები. მათი წასვლა დიდი დანაკლისია რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. არ არის საკმარისი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად დაიკავონ ქვეყნიდან წასული მამაკაცების ადგილი“, - წერს გამოცემა. 

შეგახსენებთ, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 რუსეთს არ აქვს უნარი მოამზადოს და აღჭურვოს ახალი, გაწვეული პერსონალის დიდი რაოდენობა - ბრიტანული დაზვერვა

🔴 სომხებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანული მხარე