მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება“ - სერგეი ლავროვი

ლავროვი ერევანში და ბაქოში ჩავა

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლეთი საერთაშორისო სამართლის საკუთარი წესებით ჩანაცვლებას ცდილობს.

„სიტუაცია არ უმჯობესდება, კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლელ კოლეგებს გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ მოვლენების ასეთ ნეგატიურ განვითარებაში, მათ დასახეს კურსი, რომ ძირი გამოუთხარონ საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტურას, რომელიც გაეროს წესდებას ეფუძნება და საერთაშორისო სამართლის საკუთარი წესებით ჩანაცვლების ხაზს მისდევენ“, - აღნიშნა ლავროვმა 2021 წლის შეჯამებისას. 

მისი თქმით, ისინი, ვინც არ უერთდებიან „კაბალებსა“ და „ლიდერთა კოალიციებს“, რომლებიც ყველას ახალ მიდგომებს კარნახობენ, რეტროგრადებად ცხადდებიან.