მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება“ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა

მისი თქმით, რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასოდეს გახდეს, ალიანსში უკრაინის უახლოეს მომავალში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. 

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დისკუსიის დროს, მან ბოლო საუბრებში ორი თხოვნა გააჟღერა -  უკრაინა არასოდეს იქნებოდა ნატოს ნაწილი და რომ უკრაინაში სტრატეგიული იარაღი არ იქნებოდა განლაგებული. მეორე საკითხზე მოლაპარაკება შესაძლებელია, თუმცა პირველი მათგანის შემთხვევაში, ყველა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს თუ ვისთან ერთად უნდა მას ყოფნა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდება, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის“, - განაცხადა ბაიდენმა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

🔴  ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

🔴  უკრაინის სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა