მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნებრასკაში ბავშვი ე.წ. ტვინის მჭამელი ამების სავარაუდო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

შემთხვევა ნებრასკაში

აშშ-ში, ნებრასკას შტატში სავარაუდოდ ე.წ. ტვინის მჭამელი ამების იშვიათი შემთხვევის შედეგად, ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ადგილობრივ ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. 

მედიასაშუალებასთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვს შესაძლოა, ინფექცია მდინარეში ცურვისას დაემართა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ატარებს შემდგომ ტესტებს დასადასტურებლად.

ე.წ. ტვინის მჭამელი ამება თბილ, მტკნარ წყალში ბინადრობს. ამგვარი ამებით დაინფიცირების შემთხვევა იშვიათია, თუმცა ყველა აქამდე მომხდარი ინციდენტი ლეტალურად დასრულდა. ექიმები აცხადებენ, რომ სიკვდილი გარდაუვალია, თუ ეს ამება ადამიანის ცხვირში მოხვდა.

ამერიკული CDC-ის თანახმად, ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 97%-ზე მეტია. აშშ-ში დადასტურებული 154 შემთხვევიდან მხოლოდ 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ამება შტატებში პირველად 1960 წელს გამოვლინდა. 

ე.წ. ტვინის ამბების მეცნიერული სახელია Naegleria fowleri. ის არის პატარა ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც გვხვდება თბილ მტკნარ წყალში. 

მან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სერიოზული დაზიანება და შეშუპება, რაც ხშირად იწვევს სიკვდილს. მდგომარეობას ეწოდება პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 დაიღუპა 13 წლის მოზარდი და 72 წლის ქალი - ქარიშხალი და ძლიერი შტორმი კუნძულ კორსიკაზე

🔴  16 დაღუპული, 18 დაკარგული და 6000-ზე მეტი დაზარალებული ადამიანი - ჩინეთში ერთდროულად წყალდიდობასა და უკიდურესად მაღალ ტემპერატურას ებრძვიან

🔴 აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის რუსეთთან ეკონომიკურად დაახლოების შემთხვევაში, დასავლურ კომპანიებს თურქეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდოს

🔴 მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

🔴  ერდოღანი ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში გაემგზავრა - თურქული მედია

🔴  დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ცნობილი სასულიერო პირი - აფეთქება ქაბულის მეჩეთში