მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონი უკრაინაში რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტს საპასუხო ზომებს სთავაზობს

პენტაგონის შენობა ვაშინგტონში

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში რუსულ აგრესიაზე აშშ-ის შესაძლო პასუხის შესახებ აცნობა. ამის შესახებ NBC-ზე დაყრდნობით nv.ua იუწყება. 

კერძოდ მინისტრი პრეზიდენტს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას, ავიაციის გამოყენებას და მეზობელ ქვეყნებში შეიარაღებული ძალების გაძლიერებას სთავაზობენ. საუბარია უკრაინის და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების თავდაცვის გაძლიერებაზე.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრას აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი მარკ მილიც ესწრებოდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი სამხედროები ჯო ბაიდენს აღმოსავლეთ ევროპაში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედრო გაგზავნას სთავაზობენ, რომელთა რაოდენობა შეიძლება ათჯერ გაიზარდოს, თუ სიტუაცია გაუარესდა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების მეორე პარტია უკრაინაში ჩავიდა. სამხედრო დახმარების საერთო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ცოცხალი ძალა და ტექნიკა განათავსა. ნატოს ქვეყნის დაზვერვები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის ემზადება. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს შესთავაზებს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

🔴  ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავშეკავებას ურჩევს 

🔴  ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში ათასობით სამხედროს გაგზავნას განიხილავს

🔴  „ევროკავშირი მზადაა, რუსეთს „აქამდე არნახული“ სანქციები დაუწესოს“ - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი