მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონელი მესაზღვრეები: მიგრანტებს ბელარუსში საზღვრის გარღვევისთვის ამზადებენ

ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთის სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, ბელარუსში მყოფ ათასობით მიგრანტს საზღვარზე გარღვევისთვის ამზადებენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

პოლონური მხარის ინფორმაციით, მიგრანტებში განზრახ ავრცელებენ ჭორებს, თითქოს პოლონეთის მხრიდან მათ გერმანიიდან ჩაყვანილი ავტობუსები ელოდება.  პოლონურმა მხარემ მიგრანტებს უკვე გაუგზავნა ესემეს შეტყობინებები, რომ ამ ჭორებს არ აჰყვნენ.

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტი იმყოფება, რომლებიც იქ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩავიდა. ევროკავშირი მინსკს ამ კრიზისის განზრახ პროვოცირებაში ადანაშაულებს, რაც ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხია ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებაზე.

თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიგრანტების გადასვლის ყველა მცდელობა აღკვეთილი იქნება. კიევი ამისთვის ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად ბელარუსში 13 ათასამდე მიგრანტი იმყოფება. 

ამავე თემაზე:

🔴  უკრაინა ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ გამორიცხავს

🔴  უკრაინელი სამხედროები ბელარუსიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათი განადგურებით იმუქრებიან