მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისა და ჩინეთის ალიანსს სახიფათო უწოდა

 პოლონეთის პრემიერი

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტს პოლონეთი გამოეხმაურა. პოლონეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ჩინეთ-რუსულ ალიანსს სახიფათო უწოდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი გვაწუხებს, ჩინეთი-მოსკოვის ეს ალიანსი საშიშია“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

პოლონეთმა, უკრაინის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, შეშფოთება გამოხატა პეკინსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაფართოების გამო.

„ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩინეთი, რომ მხარი არ დაუჭიროს რუსეთს მის აგრესიულ საერთაშორისო პოლიტიკაში“, - განაცხადა მორავეცკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი

👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW

👉 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN

👉 რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, სცადონ ახალი შეტევა უკრაინაზე უახლოეს მომავალში - ჯონ კირბი

👉 ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის - სერგეი ლავროვი