მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოროშენკო: კონტრშეტევისა და გამარჯვების გარდა სხვა ამოცანები არ გვაქვს

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ახლა სხვა მიზანი არ არსებობს, გარდა კონტრშეტევის და უკრაინის გამარჯვებისა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში. 

„ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა, გარდა გამარჯვებისა. არ არსებობს სხვა მიმართულება თანხების ხარჯვის კუთხით, თანხები დაიხარჯება შეიარაღებულ ძალებში. მე ამაზე ვისაუბრე ომამდე ექვსი თვით ადრე“, - აღნიშნა პოროშენკომ. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლა ყველა ძალისხმევა კონტრშეტევაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

„კონტრშეტევა არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. დიახ, მე არ ვარ ხელისუფლების სათავეში და არ ვიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მე და ჩემი გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს ვაკეთებთ კონტრშეტევის უზრუნველსაყოფად“, - ამბობს პოროშენკო. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი  

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის

✔️ სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში