მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დროს დაშავებული ბავშვებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პანდემიის პიკი ჯერ ისევ წინაა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს დაშავებული ბავშვებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების წინადადებას მხარი დაუჭირა. ამ ეტაპზე მუშავდება ასეთი ბავშვების იდენტიფიცირების მექანიზმი. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედიას რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განუცხადა. 

„პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სტატუსის შემოღებას, ახლა შესაბამის უწყებებში მუშავდება წინადადება. ძალიან მალე, იმედი მაქვს, იქნება მთავრობის დადგენილება ასეთი ბავშვების იდენტიფიცირების მექანიზმი. ისინი შესაბამის შეღავათებს მიიღებენ“, - აცხადებს კომისარი. 

ამასთან, მისივე განცხადებით, „სამხედრო ოპერაციის დროს“ დაშავებული ბავშვი დაახლოებით 1000-ს შეადგენს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა

👉 სულ მცირე 11 გარდაცვლილი - ავღანეთსა და პაკისტანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა