უცხოეთი

რუსეთი შეიარაღებული ძალების ნაწილს უკრაინის საზღვრიდან უკან აბრუნებს

რუსი სამხედრო
1643451261
დაკოპირებულია

რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის სახმელეთო ძალები და ავიაცია „გეგმური შემოწმების“ შემდეგ ბაზებზე ბრუნდება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლის ალექსანდრე ზაიცევის ინფორმაციით, კავშირგაბმულობის ნაწილები, საინჟინრო ქვედანაყოფები, ასევე, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდებიან. 

წვრთნები რუსეთის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 25 იანვარს დაიწყო. ამან დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ეჭვები გააჩინა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება.

ამასთანავე სააგენტო „უნიანის“ ცნობით, რუსეთი განაგრძობს ძალთა გადასროლას ბელარუსში, სადაც „სამოკავშირეო“ წვრთნები ჩატარდება.

მედიის ინფორმაციით, სამხედროების ნაწილი პოლიგონებზე ჩადის, ნაწილი კი უკრაინის საზღვართან ჩერდება. რუსეთ-ბელარუსის წვრთნები 20 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის საზღვართან 130 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება.

ამავე თემაზე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 პანიკას ნუ თესავთ - ზელენსკი დასავლეთს მიმართავს

🔴 „კონკრეტიკა გვჭირდება, ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის, უკრაინა წინ მიდის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „თუ ზელენსკის სურს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ“ - სერგეი ლავროვი