მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს“ - ბრიტანეთის საგარეო უწყება

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში მარიონეტული მთავრობის დანიშვნას გეგმავს, - ამის შესახებ CNN იუწყება.

საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, კრემლს უკვე საკუთარი კანდიდატი ჰყავს. 

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს პრორუსული ლიდერის დანიშვნას კიევში, რადგან იგი უკრაინაში შეჭრასა და მის ოკუპაციას გეგმავს. უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი ევგენი მურაევი პოტენციურ კანდიდატად განიხილება“, - განაცხადა ოფისის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა. 

„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნატოს ქვეყნები, ანგლოსაქსების მეთაურობით, უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციას ეწევიან. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და შეწყვიტოს სისულელის გავრცელება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. 

მურაევი პატარა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას „ნაშის“ ხელმძღვანელობს, რომელსაც უკრაინის პარლამენტში ამჟამად წარმომადგენლობა არ ჰყავს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

🔴 რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის - დმიტრო კულება

🔴 უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC