მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, სცადონ ახალი შეტევა უკრაინაზე უახლოეს მომავალში - ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთის ძალებმა, შესაძლოა, სცადონ ახალი შეტევა უკრაინაზე უახლოეს მომავალში და ასეთი შეტევები შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე მიმართულებით,“ - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა

მისი თქმით, უახლოესი კვირები ბრძოლის ველზე კრიტიკული იქნება.

„ამერიკული მხარე მოელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება მორიგი შეტევის დაწყებას“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინელებს შეეძლოთ დაიცვან თავი რუსეთის ნებისმიერი განახლებული შეტევისგან და, ასევე, შეძლონ საკუთარი შეტევითი ოპერაციების ჩატარება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ზომისა და მასშტაბის.

„ჩვენ ახლა ვიღებთ ბატალიონებს უკრაინიდან და ვატარებთ მათ წვრთნას. ამიტომ ისინი აძლიერებენ წვრთნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ისინი მაქსიმალურად მზად არიან მომავალი კრიტიკული კვირებისა და თვეებისთვის“, - დასძენს კირბი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW

🔴 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს - CNN

🔴 ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები შეშფოთებულნი არიან ბახმუტში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის გამო - საბრძოლო რუკები

🔴 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი

🔴 ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული - უკრაინის თავდაცვა