მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვართან დარჩება - პესკოვი

პესკოვი უკრაინაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან დარჩებიან. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

პესკოვის თქმით, ჯარი რუსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული და ის უკრაინის მახლობლად იმ დაძაბული მდგომარეობის გამო დარჩება, რომლის მიზეზი ნატოს ქმედებაა.

პესკოვმა კვლავ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გეგმავს. ასევე მან განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში რუსეთის შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან.

პუტინის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის ინფორმაციით, აშშ და ნატო უკრაინაში შეტევითი იარაღის განთავსებას აპირებენ. მისივე თქმით, რუსეთი კონტრზომებს მიღებს.

პესკოვი ასევე აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებას შეეხო და განაცხადა, რომ ამ ზომებს შეუძლია ურთიერთობების სრული გაწყვეტა გამოიწვიოს.

2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.